Pages

Tuesday, January 15, 2013

რაფაელი და ‘გაწმენდა-გალამაზების’ კულტურა საფრანგეთში

ვარძიაში მუშაობის მერე ინსტიტუტში დაბრუნებულს, ინდვიდუალური პრაქტიკული მუშაობისთვის წილად მერგო ერთი მეტად საინტერესო ტილო: რაფაელის ‘დიდი სენ-მიშელის’ მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის საკმაოდ უნიჭოდ შესრულებული ასლი, რომელიც პარიზის ერთ-ერთი ეკლესიიდანაა და თურმე სული და გული გამოუყოლებიათ გამოგზავნისას და თან დაუყოლებიათ: ‘იქნებ და რამე ეშველოს, გაიწმინდოს და მრევლს უფრო ადვილად აღქმადი და რაც მთავარია გალამაზებული ‘სენ-მიშელი’ დაუბრუნოთო’. მე კიდევ იმ იმედით რომ ეს უნიჭო ასლი საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ძაგლთა სიაში არ შედის, უფრო გაბედულად დავიწყე მასზე მუშაობა. სხვათაშორის მუშაობისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. და თუ რატომ, სწორედ ამას გიყვებით.

‘ჩემი სენ-მიშელი’ ერთი შეხედვით ჭუჭყიან, ძალიან ჭუჭყიან მხატვრობას გავდა და სწორედ ამიც გამოც ითხოვდა სავარაუდოდ მის გაწმენდას ჩვენგან მისი პატრონი. თუმცა კი გაწმენდისას ლაქის ფენამდე ისე დავედი, მხატვრობას არანაირი ცვლილება არ დატყობია. და აქ გაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რა იყო ეს მოყავისფრო-მონაცრისფრო ფენა, რომელიც ასე მჭიდროდ იყო დაკავშრებული მხატვრობასთან? და აქვე მოითხოვა სიტუაციამ უფრო მეტი ინფრომაციის მოძიება თვითონ რაფაელის ‘სენ-მიშელზე’. სწორედ ამ პერიოდში ლუვრში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით ‘რაფაელის ბოლო წლები’, რომელიც პრადოს მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. გამოფენაზე, რა თქმა უნდა, გამოიფინა ყველა დიდი რაფაელი, რაც კი ლუვრში ინახება და მათ შორის ჩემთვის ასე საინტერესო და აწ უკვე საყვარელი ‘ დიდი სენ-მიშელიც’.

Raphaël, ‘Saint-Michel terrassant le démon’/‘Le Grand Saint-Michel’
1518, Paris, Musée du Louvre
გამოფენის პირველ ნაწილში სათაურის ‘პერუჯინიდან მიქელანჯელომდე - რაფაელის ჩამოყალიბება’ ქვეშ გაერთიანებულია მისი ყველა პერიოდის რამოდენიმე ნამუშევარი. გამოფენაზე შესვლისთანავე პირველი თვალში აუცილებლად ‘დიდი სენ-მიშელი’ ანუ ‘სენ მიშელი ამარცხებს დემოს’ (Raphaël, ‘Saint-Michel terrassant le démon’ ‘Le Grand Saint-Michel’, 1518, Paris, Musée du Louvre) მოგხვდებათ. მას რაფაელს და მის სახელოსნოს ერთობლივ ნამუშევრად მიიჩნევენ. ეს ტილო თვალში მოსახვედრია უფრო განსხვავებული ტონალობის გამო (ესეც კარგი ჭუჭყიანია!), ვიდრე რაიმე სხვა კომპონენტის. აქ ზუსტად ხვდები თუ რა შეიძლება ‘ჭირდეს’ იმ ასლს, რომელსაც მე ამდენი ხანია ვეწვალები. იმისათის რომ ასლი მაქსიმალურად მსგავსი ყოფილიყო ორიგინალისა, მხატვარმა გარკვეულ პატინის პრიციპი გამოიყენა, ანუ ლაქის ფენაში პიგმენტიც გაურია ‘ძველი იერსახის’ მისაცემად. თუმცა კი როგორც სხვა დანარჩენი, ესეც ვერ იყო მაღალი დონით შერულებული და ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ამასთანავე მხატვარი შეეცადა ამ პატინით იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც ხატვის დროს დაუშვა. აქ გაჩნდა უკვე შემდეგი კითვხა: უნდა მოგვეცილებინა თუ არა ეს პატინა? წმინდა რესტავრაციული მიდგომებიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ არ უნდა მოგვეცილებინა, თუმცა კი ზუსტად ვიცოდი ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც არც თუ ისე ხშირია და გაწმენდის პრაქტიკისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. თუმცა ჩემს მოსაზრებას დაუპირისპირდა ინსტიტუტის მოსაზრება. მათი აზრით პატინის მთლიანი თუ არა, გარკვეული თხელი ფენა მაინც უნდა მოცილებულიყო. პატრონს ხომ მისი გაწმენდა უნდოდა! ეს ის მომენტია, როცა ვერ შეეწინაღმდეგები, უბრალონდ უნდა მიიღო და მოჩვენებითად მაინც გაიზიარო მათი ხედვა. მეც მოვიდე გვერდით რაფაელის ‘დიდი სენ მიშელის’ ფოტო და მის მიხედვით შევეცადე შერჩევითობის პრინციპით მომეცილებინა პატინის გარკვეული ნაწილი. რა თქმა უნდა ახლა ის ბევრად უფრო ‘სუფთად’ გამოიყურება, მითუმეტეს ახალი ლაქის ფენით და მეც დიდი გამოცდილება მომცა მასზე მუშაობამ, მაგრამ, აქვე ვაღიარებ, რომ მე ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი არ ვარ. ბოლო, ჩემთვის ყველაზე მტანჯველი, გადახატვის ეტაპის შემდეგ კი იმედი მაქვს პატრონის კეთილგანწყობას დავიმსახურებთ. ეს ხომ აქ მთავარია! საფრანგეთში რესტავრაცია დამკვეთზე მუშაობს!   
                                               
რაფაელის ასლი, 'სენ-მიშელი', გაწმენდამდე
რაფაელის ასლი, 'სენ-მიშელი', გაწმენდის შემდეგ
                                    
ეს რაც შეეხებოდა ასლს. ორიგინალს კი კიდევ უფრო მეტი და ბევრად სერიოზული პორბლემები აქვს. მოკლედ გეტყვით მის ‘გასაჭირს’. ისევე როგორც გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშების უმრავლესობა, ეს მხატვრობაც შესრულებული იყო ხეზე და შემდეგ უკვე რესტავრაციის დროს გადაიტანეს ტილოზე. მაგრამ არა მხოლოდ ერთხელ, არამედ სამჯერ (!!!), ამიტომაც ის იმდენად დაზიანებულია და იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ როგორც ჩანს მის რესტავრაციას და მითუმეტეს გაწმენდას არც ჩქარობდნენ ფრანგები. დაახლოებით ასეთვე მდგომარეობა აქვს ამ გამოფენაზევე წარმოდგენილ რაფაელის სხვა შედევრებს ‘წმინდა იოანე მახარებელი უდაბნოში’ (Raphaël, ‘Saint Jean-Baptiste au désert’, 1516, Paris, Musée du Louvre) და ‘წმინდა მარგალიტა’ (Giulio Romano, ‘Sainte Marguerite’, 1518, Musée du Louvre). მათი ასეთ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ, გარკვეულწილად შეგრძნებაც კი გამიჩნდა, ამასაც ისევე ხომ არ უფრთხიან, როგორც დავინჩის გაწმენდა-რესტავრაციას-მეთქი. მაგრამ თურმე პირიქით სულ პირიქით... გამოფენის კურატორი, Vincent Delieuvin გამოფენისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში (Exposition au Louvre, Raphaël, les dernières années, Dossier de l’Art, N°200) აღნიშნავს: ‘ჩვენს მიერ წარმოდგენილი დიდი ნაწილი ექსპონანტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაზე დიდ საფიქრალს კი ჩვენთვის ‘დიდი სენ-მიშელი’ წარმოადგენს. მისი მდგომარეობა პრობლემატურია: გარდა იმისა რომ გადატანილია სხვადასხვა ტილოზე რამდენიმეჯერ, ასევე მისი დიდი ნაწილი გადახატულია, რაც თავის მხრივ უკვე დაზიანებულია. კვლევების მიხედვით აქ რაფაელის მოსამზადებელი ნახატი გაირჩევა, რაც იმას ნიშნავს რომ თავდაპირველი გრუნტი ისევ გვქავს. ეს აღმოჩენა დიდ იმპულსს გავძლევს და იძლევა რესტავრაციის საშუალებას, რის განხორციელებასაც უკვე მომდევნო წლებში ვფქირობთ. რაც შეეხება ‘წმინდა იოანე მახარებელი უდაბნოში’-ს და ‘წმინდა მარგალიტა’-ს, მათი მდგომარეობის გამო ვერც კი წარმოვიდგენთ ვერანაირ ჩარევას.’

‘დიდი სენ მიშელი’ ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონანატია ლუვრის ისტორიისთვის. ის პაპმა ლეონ მე-10-მ ფრანსუა პირველს გამოუგზავნა დიპლომატიურ საჩუქრად და სამეფო კოლექციის ერთ-ერთი პირველი ექსპონანტია. ასე რომ დაველოდოთ მორიგ სავარაუდოდ სენსაციურ რესტავრაციას ლუვრის ისტორიაში. მე კი შედარებით უფრო მშვიდად ვარ - ასლი ცოტა ხანში მდგომარეობის მხრივ უფრო მეტად დემგავნება ორიგინალს.

რესტავრატორის პორფესიას ერთი დიდი მინუსი აქვს: უმეტეს შემთხვევაში აღარ შეგიძლია უყურო და დატკბე მისი მშვენიერებით, როგორც წესი სხვა რამ მოდის წინ. მგონი სხვანაირად აფასებ გამოფენებსაც. და მეც ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა ძალიან საინტერესო იყო იმის შესადარებლად თუ სად როგორ აკეთებენ რესტავრაციას.

გამოფენა მთავრდება ‘ბინდო ალტოვიტის’ (Raphaël, Portrait de Bindo Altoviti, 1516-1518, Washington, National Gallery of Art) პორტრეტით. მისი მშვენიერებით ტკბობა კი ნამდვილად მოვახერხე.

No comments:

Post a Comment